საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, ერისკაცთა დასწრებით სააღდგომო წირვის 26-27 მაისს, „აღდგომის წარგზავნის” დღეს ჩატარების შესახებ. 19 აპრილის სააღდგომო წირვა კი მორწმუნეთა დასწრების გარეშე ჩატარდება.
საბერძნეთში რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი დააპატიმრეს, როცა მათ ღვთისმსახურების ჩატარება სცადეს, მიუხედავად ხელისუფლების მიერ გამოცემული აკრძალვისა. საბერძნეთის ხელისუფლებამ ტაძრები დახურა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.
აღდგომისწინა ვნების კვირა და თავად აღდგომა წელს საკარანტინო პერიოდს ემთხვევა, – ნათქვამია სინოდის განცხადებაში. მღვდელმთავრებმა მრევლს მოუწოდეს, საგანგებო ვითარების გამო შინ ილოცონ.
მოგვიანებით საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება ეკლესიების დაკეტვაზე „პასუხისმგებლიანი და კეთილგონივრულია“.