„აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები“ - ექიმი თბილისში დაჭრილ 17 წლის ბიჭზე

პუბლიკა

ნუცუბიძის პლატოზე დაჭრილი 17 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მას სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

„გუშინ საღამოს ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ახალგაზრდა, 17 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის ერთი იყო შემავალი პლევრის ღრუში. გაეწია შესაბამისისამედიცინო დახმარება და შემდგომი მკურნალობის მიზნით გადავიყვანეთ საოპერაციო ბლოკში. სავარაუდოდ, ცივი იარაღით იყო მიყენებული ჭრილობები“, – აცხადებს ექიმი.

ექიმის თქმით, პაციენტი კლინიკაში 112-მა მიიყვანა.

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე 17 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.