აღმოსავლეთ რაიონებში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის შესაძლებლობა - სააგენტო

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში შენარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ფაქტორმა აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.


გუშინ, 29 აგვისტოს თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.