აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოპასნაიაში საევაკუაციო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს

პუბლიკა

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოპასნაიაში საევაკუაციო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. ავტობუსით 25 მგზავრი გადაადგილდებოდა.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, არავინ დაშავებულა და მგზავრები უსაფრთხოდ არიან.

„ეს ევაკუაცია განსაკუთრებული და უკიდურესად საშიში იყო, 22 მგზავრი იმყოფებოდა. 25 წლის ბიჭი ზურგისა და ფეხის არეში დაშავდა, ასევე პარალიზებული მოხუცი ქალი“, – განაცხადა ჰაიდაიმ.