18 ძროხა და ერთი ხარი – აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონზე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ყიდის. ამის შესახებ პირველად ინფორმაცია commersant.ge-მ გაავრცელა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს აუქციონის მიხედვით, 19 რქოსანი პირუტყვი ერთ ლოტად იყიდება და საწყისი ღირებულება 14250 ლარია. შესყიდვის ფასი მოიცავს დღგ-საც.
აუქციონის მიხედვით, ცხოველები ბაღდადის მუნიციპალიტეტში სოფელი ვარციხეში არიან.