აგლაძის ქუჩაზე მეხანძრე-მაშველების 13 ეკიპაჟი ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობს - საგანგებო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აგლაძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. უწყებაში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მიდის სალიკვიდაციო სამუშაოები, რაზეც მეხანძრე-მაშველთა 13 ეკიპაჟი მუშაობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამბობს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მოედო საწყობებს, სადაც პლასტმასის ნაკეთობები და სარემონტო საშუალებები ინახება.