აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა - საქსტატი

პუბლიკა

2020 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.2 პროცენტით განისაზღვრა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით“, – წერია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი თქმით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.16 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-10.6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-2.8 პროცენტი), ასევე ყავა, ჩაი და კაკაო (-0.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (2.2 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1 პროცენტით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.8 პროცენტი).