უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ლატარია „აიცერი და მოიგეს“ შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, პირველი გამარჯვებული ხვალ, 12 საათზე გამოვლინდება.
„პირველი გამოვლინდება ხვალ, 12 საათზე. პირველი გამარჯვებული გამოვლინდება დღევანდელი დღის ჩათვლით ყველა ვაქცინირებული ადამიანიდან. შესაბამისი მონაცემები უკვე გადაცემულია ლატარიის კომპანიისთვის, რომელიც ხვალ, 12 საათზე განახორციელებს პირველ გათამაშებას.
მონაცემები ყოველდღიურად განახლდება და დღევანდელი მონაცემები, დღის ბოლოს მიეწოდება ლატარიის კომპანიას, შესაბამისად, თუ პიროვნება აიცრა დღეს, მას ხვალ ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა გათამაშებაში“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ „რუსთავი 2-თან“.