აირზენა შეწყვეტს პირდაპირ ფრენებს თელ-ავივიდან, გადააქვს ლარნაკას მიმართულებით - ჟვანია

პუბლიკა

„აეროპორტის დაკეტვაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რა სიახლეც გვაქვს, არის ის რომ, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ შეწყვეტს პირდაპირ რეისების განხორციელებას. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მას რეისები გადააქვს ლარნაკა-თბილისის მიმართულებაზე, დამატებით რეისებს ახორციელებს“,- ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რეისებს ყოველდღიურად ახორციელებენ კომპანია „ელალი“, „ისრეარი“ და „აირკი“.

ჟვანია ამბობს, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე 11 000-ზე მეტი ადამიანი გამოემგზავრა ისრაელიდან საქართველოში-ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით.

„ასევე, სოციალურ ქსელსაც ვადევნებთ თვალს და თუ ვინმე ცხელ ხაზზე ვერ ახერხებს დაკავშირებას, სოციალური ქსელით ვიგებთ, რომ რამე სჭირდებათ. დღეს მოხდა ასეთი კავშირი ახალგაზრდა დედასთან, იქ სამი შვილით იმყოფება და დავეხმარეთ, შეიძინა პირდაპირი ავიაბილეთი და დღეს საქართველოში მოემგზავრება. მთავარია, რომ ინფორმაცია გავრცელდეს. როდესაც არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მერე იწყება ნერვიულობა ჩვენს მოქალაქეებშიც, რომლებიც ისრაელის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ. როდესაც სწორ ინფორმაციას იგებენ, უფრო გონივრული ნაბიჯების გადადგმა იწყება. ზოგიერთს გადაწყვეტილი აქვს, რომ დარჩეს, ზოგს უნდა გამგზავრება ისრაელიდან საქართველოში და ასეთ ადამიანებს ვაკვალიანებთ“, – განაცხადა ელჩმა.