„თანასწორობის მოძრაობამ” ახალი სერვისის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის განცხადებით, სერვისი შესაძლებელს ხდის სახლიდან გაუსვლელად და უფასოდ, Glovo-ს მეშვეობით მსურველმა გამოიძახოს: აივ/შიდსის ნერწყვის სწრაფი ტესტი, კონდომები, ლუბრიკანტები.
„იმისთვის, რომ შეძლოთ ამ სერვისით სარგებლობა, თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე selftest.ge
საიტზე რეგისტრაცია ხდება თხუთმეტნიშნა კოდით, რაც იცავს თქვენს ანონიმურობას.
გამოწერილი პროდუქტების თქვენამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია Glovo.
selftest.ge-ზე განთავსებული პროდუქციაც და ტრანსპორტირებაც არის უფასო!”, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.