აკაკი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ, იმაზეც იტყოდნენ, თავის ლექსში რუსეთი ვერ ახსენაო – მდინარაძე ოპოზიციაზე

პუბლიკა

საქართველის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე თქვა, რომ ოპოზიაცია, ალბათ, აკაკი წერეთელსაც გააკრიტიკებდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, თავის ლექსში რუსეთი რატომ არ ახსენა.

„დღეს აკაკი წერეთელი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ის ლექსი, რაღაც რომ მოიტანეს, „დამეხსენი ჩრდილოელო“, იტყოდნენ, იქ ყველაფერი დაწერაო აკაკიმო… „რა მაქვს შენთან საზიარო“ და ა.შ.  „თავად ვერ მოგივლია საკუთარი თავისთვისო“ და ა.შ. ეს ყველაფერი უთხრესო, მაგრამ აკაკიმო რუსეთი ვერ ახსენაო. ამათგან ესეც მოსალოდნელია, ამასაც იტყოდნენ, ალბათ, იმიტომ, რომ იმ ლექსში რუსეთი არ არის ნახსენები. დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, შეიძლება, ესეც ეკადრებინათ, რომ რუსეთი ვერ ახსენაო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის პროექტს უნდა უყარონ კენჭი. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ რეზოლუციას მხარს არ დაუჭერენ თუ მასში არ ჩაიწერება რუსეთის ფედერაცია.