ახალციხეში ადმინისტრაციული წესით დააკავეს „ახალის“ წევრი დავით ახალკაცი

პუბლიკა

პარტია “ახლის” ახალციხის ოფისის წარმომადგენელი, დავით ახალკაცი დააკავეს. „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ახალკაცი ადმინისტრაციული წესით, 116-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გამოცემა „TOK TV-ის“ცნობით, დაკავებამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო ახალციხის მერის მოადგილესა და დავით ახალკაცს შორის. დაპირისპირება საახალწლო ღონისძიების მიმდინარეობის დროს მოხდა.

„აქ რომ პროვოკაციას აწყობ, რა გინდა ბიჭო, მონა შენ ხარ. თუ არ მოგწონს წადი“ – ისმის ვიდეოში.