ახალციხეში მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა

პუბლიკა

ახალციხეში ორ ქვეითს მანქანა დაეჯახა. ადგილობრივი მედიის, „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, მანქანა ორ ქალს ტროტუარზე დაეჯახა.

„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.