ახალციხეში ქალი გარდაცვლილი იპოვეს - შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

პუბლიკა

ახალციხეში ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი საკუთარ სახლში ნახეს.

როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.