ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - ექიმი

პუბლიკა

ბათუმში, მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალი ბათუმის რეფერალური საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც კლინიკური დირექტორი თამარ მხატვარი ჟურნალისტებთან აცხადებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„შემოყვანილია გულის გაჩერებით. გულის მუშაობა აღდგა. მიმდინარეობს რეანიმაციული აქტივობა. ვმუშაობთ და ვიკვლევთ. აქვს ორივე ქვედა კიდურის მოტეხილობა – სავარაუდოდ, მენჯის ძვლების. ჩატარდა კვლევა და პასუხებს მოგვიანებით მოგაწოდებთ“, – აღნიშნავს კლინიკური დირექტორი.

ახალგაზრდა ქალი ნანგრევებიდან ერთი საათის წინ ამოიყვანეს. როგორც მისმა მეუღლემ მედიას განუცხადა, მაშველები ნანგრევებში ეძებენ მის ორ შვილს და ასევე, ძმას.

„პუბლიკა“ ცდილობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში და ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაარკვიოს მეტი დეტალი. ინფორმაციის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.