ახალი 6 პაციენტიდან ნაწილი ბოლნისს უკავშირდება, ნაწილი კარანტინიდან გადმოიყვანეს - სოლოღაშვილი

პუბლიკა

ბოჭორიშვილის კლინიკის წარმომადგენლის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 6  ახალი პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული, რომელთაგან ნაწილი საკარანტინო სივრციდან არიან გადმოყვანილი, ნაწილი კი ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.

მისი თქმით, ახალი პაციენტების ჯანმრთლობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთისა, რომელიც შემოსვლისთანავე რეანიმაციულ განყოფილებაში გადავიდა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 6 ახალი შემთხვევიდან 3 არის ბოლნისის წყარო, 3 კი ზუგდიდის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის შედეგი.

მაკა სონღულაშვილის თქმით, კლინიკაში მყოფი 4 პაციენტი გამოჯანმრთლებას ელოდება.

დღეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 701 შეადგენს, – მონაცმები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და ამ ეტაპისთვის მათი რაოდენობა 432 შეადგენს.

  • გარდაცვლილია – 12;
  • კარანტინის რეჟიმშია – 3 890;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 357;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე -3.