ახალი არჩევნები, ევროპის ქვეყნების მიერ „ოცნების“ სანქცირება — ევროსაბჭოს საპარლამენტო ჯგუფები

პუბლიკა

სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეთა ჯგუფის (SOC) თავმჯდომარე, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის (EPP/CD) თავმჯდომარე და ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) თავმჯდომარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საქართველოში „მძიმე პოლიტიკური კრიზისის შესახებ“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო სწორ გზაზე იყო, რაც არის ევროპის საბჭოს ღირებულებების პატივისცემის გზა: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, ევროინტეგრაცია კონსტიტუციით იყო დაცული, ახალი კი ხედავენ, რომ ეს ფასეულობები ფეხქვეშ ითელება „რეგულარული და არარეგულარული ძალების ჩექმებით, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრანტებს აკავებენ და შეურაცხყოფენ“.

„არჩევნების შემდეგ, რომელიც არანაირად არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და რომელიც ჩატარდა ზოგან აბსურდულ პირობებში, ფართოდ გავრცელებული ხმის ორგანიზებული მანიპულირებით,  ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა კურსმა საბოლოოდ გადაუხვია ევროპული ფასეულობების გზას, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიით სურდათ განსხვავებული შთაბეჭდილების მოხდენა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტიების ჯგუფების თავმჯდომარეები ამბობენ, რომ არიან დემონსტრანტების, სკოლებისა და უნივერსიტეტების, ახალგაზრდების მხარეს, რომლებიც დიდი ვნებითა და პირადი რისკის ქვეშ მუშაობენ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

მათი თქმით, იმისთვის, რომ ახლა შესაძლებელი იყოს არა ძალადობისა და რეპრესიების, არამედ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს გზაზე სვლა, ქვეყანაში საჭიროა ქმედებების ჩარჩო   საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით.

„ეს მოიცავს:

ახალი არჩევნებს, რომელიც ჩატარდება ზეწოლის გარეშე და თავისუფალ და სამართლიან პირობებში

ძალადობის და მომიტინგეების განურჩეველი დაკავების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

ევროპული სახელმწიფოების მიერ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ სანქციების თანმიმდევრული შემოღებას, მათ შორის [ქვეყანაში] შესვლის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას.

დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

მოქმედი პრეზიდენტის მანდატის პატივისცემას, სანამ არ ჩატარდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები“, – წერია განცხადებაში.