ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, პლებისციტი არის ხაფანგი - ინაშვილი

პუბლიკა

„პლებისციტი არის ხაფანგი, კომპრომისის ფორმაა ამ ვითარებაში. ჩვენ არავითარ პლებისციტსა და სხვა ინტერპრეტაციაზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვსაუბრობთ, დაინიშნოს ახალი არჩევნები და შემდეგ ამას ერთვის შემდეგ თანმდევი საკითხები“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

„არ უნდა მოხდეს ყურადღების გადატანა იმაზე, რომ მიშა ცუდია. ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ მიშა ცუდია! „ქართულ ოცნებას“ ვეუბნებით, რომ ის რეჟიმი შენ გააცოცხლე და მოდი, ახლა იმაზე კი ნუ ვილაპარაკებთ. მაშინ რა იყო, გავიგეთ, რაც იყო, შენ თვითონ ვინა ხარ?! სად მივაღწიეთ პროგრესს? ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ჩვენ ელჩებთან მოლაპარაკების ფორმატში მხოლოდ ერთადერთ საკითხს ვაყენებდით და დღესაც ამ საკითხს ვაყენებთ – ახალ არჩევნებს. ჩვენ მონაწილეობას მეხუთე, თუ შემდგომ რაუნდში მივიღებთ და იმავე საკითხს დავაყენებთ“, – განაცხადა ინაშვილმა.