ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 6-ის წყარო არის ლენჯერი - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 23 ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 3 პაციენტის წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა, კონტაქტებისა და წყაროს მოსაძიებლად.

„6-ის წყარო ლენჯერია, 11 პაციენტის წყარო – დადასტურებთან კონტაქტები. 2 შემთხვევა არის შემოტანილი და ორივე მათგანი არის სატვირთო მანქანის მძღოლი, 1 სამედიცინო პერსონალია და 3 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.


დღეს საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1306;
აქედან გამოჯანმრთელდა – 1085;
გარდაიცვალა – 17;
კარანტინის რეჟიმში – 7635;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 334;
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.