ახალი კანონით პუტინი შეძლებს, კიდევ ორი ვადით იყოს პრეზიდენტი - Meduza

პუბლიკა

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო დუმამ საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ ორ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

გამოცემა Meduza-ს ცნობით, კანონის მიხედვით, პუტინსა და მედვედევზე საპრეზიდენტო ვადების (2-წლიანი) ლიმიტი არ ვრცელდება.

კანონმა, რომელიც პუტინს პოტენციურად 2036 წლამდე შეუნარჩუნებს ძალაუფლებას, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გამართულ პლებისციტში 78%-იანი მხარდაჭერა მიიღო.