დღეს, 24 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 10 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 412.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 26503
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 10163
- მათ შორის გარდაცვლილი – 193
- კარანტინის რეჟიმში – 4180
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3571
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2293
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41