ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში სულ 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 3 გუშინ საღამოს დადასტურდა, 6 ახალი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია კი ამ დილით განახლდა.
„ამ 9 შემთხვევიდან 3 სამედიცინო პერსონალია, 3 არის საკარანტინო ზონიდან შემოტანილი ანუ იმპორტირებული, 2 გახლავთ უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები, ხოლო 1 შემთხვევის წყარო, ჯერჯერობით, დაუდგენელია და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. თბილისში გახლავთ ეს ინფიცირებული პაციენტი. გუშინ გვქონდა 4 შემთხვევა უცნობი წყაროთი და დღეს 1 დაგვემატა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.