ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 15 ახალი შემთხვევიდან 4-ის წყარო არის გაჩიანი, 3 – შემოტანილი შემთხვევაა, რომელთა შორისაც 1 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და 1 – სამედიცინო პერსონალი. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაავადებულთან კონტაქტია, ახალი 3 შემთხვევის წყაროს მოკვლევა კი გრძელდება.
„ივლისის თვეში საერთოდ ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მთლიანობაში იყო 240. ივლისის თვეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა იყო 144“, – აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, სატვირთო მანქანის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 1 აგვისტოს ჩათვლით 103 დადასტურებული შემთხვევაა სატვირთო მანქანების მძღოლებში. მისივე თქმით, მათ შორის 66 შემთხვევა ივლისის თვეში დადასტურდა.
დღეს საქართველოში, StopCov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
განახლებული მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1197
აქედან გამოჯანმრთელებული – 974;
გარდაცვლილი – 17;
კარანტინის რეჟიმში – 7066;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294;
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.