ახალი შემთხვევებიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია – ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კოვიდინფიცირებული სულ 153 ადამიანი მკურნალობს კლინიკებში.

„სამი ახალი შემთხვევიდან ერთი არის სატვირთო მანქანის მძღოლი, დანარჩენი ორი გახლავთ უკვე არსებული დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი. სატვირთო ავტომობილის მძღოლის ინფიცირების წყარო ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ის კარანტინში იყო და იქ დადასტურდა.

ჩვენს ცენტრში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შემოუყვანიათ. გვყავდა 34, ორი გამოჯანმრთელდა და დატოვა ჩვენი კლინიკა, ამ 16 გამოჯანმრთელებულშია.

სამი მძიმე ავადმყოფი, რომელიც გვყავდა, მათი დინამიკა არის გაუმჯობესებული. შეიძლება ითქვას, რომ მათგან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 16 კი გამოჯანმრთელდა.