ახალი შემთხვევებიდან ხუთი ჩვენს ცენტრში იმყოფება. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაია თქმით, ახალი შემთხვევებიდან 5 მათ კლინიკაში წევს, რომელთა კონტაქტებიც კლინიკისთვის ცნობილია.

„გუშინ დილას გვქონდა 170 შემთხვევა, დღეს დილას 188 შემთხვევა. ანუ 18 ახალი შემთხვევაა. ამ 18 ახალი შემთხვევიდან 5 ჩვენთან არის მოთავსებული და მათი კონტაქტები ჩვენთვის ცნობილია. გუშინ ღამის განმავლობაში 28 პაციენტზე ტესტირება ჩატარდა. აქედან 5 იყო დადებითი, 3-ზეა გაურკვეველი პასუხია და დღის განმავლობაში გაირკვევა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში 38 პაციენტი წევს. 38-დან უმრავლესობას პნევმონია აქვს.

„ამ პნევმონიებს შორის ერთი გყვავს კრიტიკული. გყვავდა 4 მძიმე პაციენტი, რომელთა სტაბილიზება შესაძლებელი გახდა და ვიტყვით, რომ სტაბილურია. გუშინ შემოსულიდან დაგვემატა ორი მძიმე პნევმონია”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.