ახალი შემთხვევების უმეტესობა - 66%, ისევ აჭარაშია - ენდელაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა – 193, ისევ აჭარაში დადასტურდა.

ენდელაძის თქმით, ამ დროისთვის ჯამში 3348 პაციენტი მკურნალობს Covid-ცენტრებში, სასტუმროებსა და თავიანთ ბინებში.

„ამ 3348 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმე გახლავთ 20 პაციენტი, მათ შორის, 17 პაციენტი არის მართვით სუნთქვაზე“, – თქვა ენდელაძემ.

რაც შეეხება ახალი შემთხვევების განაწილებას, ენდელაძის თქმით, რეგიონების მიხედვით შემთხვევები ასე ნაწილდება:

  • აჭარაშია ახალი შემთხვევების 66% – 193 ახალი შემთხვევა
  • თბილისი – 43
  • გურია – 16
  • იმერეთი – 14
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 11
  • სამცხე-ჯავახეთი – 5
  • ქვემო ქართლი – 5
  • შიდა ქართლი – 4
  • კახეთი – 2
  • მცხეთა-მთიანეთი – 1

ენდელაძის თქმით, ინფიცირების წყაროები ცნობილია. რაც შეეხება დედაქალაქში მიმდინარე სიტუაციას, ენდელაძის თქმით, აქ შემთხვევების მატება არ გვაქვს და თბილისი მწვანე ზონაში რჩება.

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებული მონაცემებით გამოჯანმრთელდა კიდევ 87 პაციენტი. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა კი ჯამში 5254-ია.