ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 9 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო არის დაავადებულთან კონტაქტი, 6 კი არის საკარანტინო სივრციდან.
ეზუგბაიას განმარტებით, ამ 6-დან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან მხოლოდ ერთია ისეთი, რომლის წყაროს მოძიებაც გრძელდება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 9-ით გაიზარდა და ჯამში ამ დროისთვის 888 შეადგენს, – მონაცემები stopcov.ge-ზე დილით განახლდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, მათი რიცხვი გაიზარდა 7-ით და საერთო ჯამში არის 731.
გახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 888;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 731;
- მათ შორის გარდაცვლილი – 14;
- კარანტინის რეჟიმში – 2 710;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;