ახალი შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან შევიდა ძალაში

პუბლიკა

დღეიდან, 10 სექტემბრიდან კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში შევიდა ახალი შეზღუდვები:

  • კულტურული და სპორტული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ და თავშეყრა 200 ადამიანს არ უნდა აჭარბებდეს.
  • როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განგვიმარტეს, გასართობი დაწესებულებების, ღამის კლუბების საქმიანობა ღია ცის ქვეშაც იზღუდება.
  • 200 კაცზე შეზღუდვა არ ვრცელდება წინასაარჩევნო კამპანიაზე (აგიტაციაზე), თუმცა მოქალაქეებს რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ.
  • იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, იუბილე, ქელეხი და ა.შ.).
  • თეატრების, კინოთეატრების, ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა 1 ნოემბრამდე გადაიდო.