დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით, კორონავირუსის ახალი შტამის მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული ქვეყანაში. ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
„ახალ შტამზე მეთვალყურეობა დაწყებულია დეკემბრიდან. ყველა დადებით შემთხვევაზე ხდება დაკვირვება. იქ არის მარკერები, რომლითაც შეგვიძლია ჩვენ გადავარჩიოთ საეჭვო შემთხვევები. საბედნიეროდ, ჯერ არ გამოჩენილა, იმ ერთის გარდა და კონტაქტი ვისთანაც ჰქონდა და ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია, იმის შტამის სეკვენირება მიმდინარეობს. ამას დრო სჭირდება“, – განაცხადა იმნაძემ.
4 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.