ახალი შტამის მახასიათებელი სწრაფი გავრცელებაა, მის მეტად დამაზარალებელ ზეგავლენაზე მონაცემები არ არის - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის მახასიათებელი, რომლის პირველი შემთხვევა საქართველოში დღეს, 4 იანვარს დაფიქსირდა,  არის უფრო სწრაფი გავრცელება.

„ახალი შტამის ერთადერთი მახასიათებელი, რომელიც დღეისთვის ცნობილია, ეს არის მისი შედარებით სწრაფი გავრცელება, თუმცა მის უფრო მეტად დამაზარალებელ ზეგავლენაზე მონაცემები არ არის.

სისტემური პასუხი ამ შტამთან დაკავშირებით იქნება ის, რომ უფრო აქტიურად გამოვიყენოთ პირადი დაცვის საშუალებები. ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ გავრცელების შეფერხების მიზნით მნიშვნელოვანია პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და წესების დაცვა“, – განაცხადა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელსაც საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.