ახალი წლის ღამეს ძმის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს - შსს

პუბლიკა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში კაცი ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, მკვლელობა ახალი წლის ღამეს მოხდა.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია 11​1 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.