ახალი წლის ღამეს, რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა კიევზე იერიში მიიტანეს. ქალაქის მერიის თქმით, დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა სულ მცირე შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ორსული ქალია. დაზიანდა და დაინგრა შენობები ორ რაიონში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 111 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 63 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 46 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ხოლო 2 რუსეთსა და ბელარუსში გაფრინდა.