„ახალის“ ცნობით, ზუგდიდში ფრაქციის თავმჯდომარე, მაია კალანდია გუშინ აქციაზე დააკავეს

პუბლიკა

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ახალის“ თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდში მშვიდობიანი პროტესტის დროს პოლიციამ უკანონოდ დააკავა, – ამის შესახებ პარტია „ახალი“ განცხადებას ავრცელებს.

„მაია კალანდია არის ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, რომელიც 30 წელზე მეტია იბრძვის საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. სამწუხაროა, რომ ,,ქართული ოცნების’’ პირობებში, კვლავ რუსული მმართველობისთვის უწევს წინააღმდეგობის გაწევა.

მოვითხოვთ, ხელისუფლებამ დაუყონებლივ გაათავისუფლეს მშვიდობიან დემონსტრაციაზე დაკავებული ყველა ქართველი პატრიოტი, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროპული, თავისუფალი მომავლისთვის. გელოდებით ყველას 17:00-ზე საქართველოს პარლამენტთან!“, – წერს პარტია.