ახლა ჩვენ, წესით, პიკში ვართ - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ყველა გათვლით ქვეყანაში ავადობის პიკი უნდა ყოფილიყო აპრილის ბოლოს ან მაისი დასაწყისში.

„არის თუ არა პიკი? – ამაზე ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო მაისის დასაწყისში ყველა გათვლებით უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ავადობის პიკი. ძალიან დიდი ბოდიში იმათთან, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით და არის ათეულობით შემთხვევა. კი, ახლა ჩვენ, წესით, პიკში ვართ და ეს პიკი ჩვენი ამოცანა იქნება რაც შეიძლება დავიჭიროთ პლატოზე და, როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ თქვა, არ იყოს ჯომოლუნგმა და იყოს ვთქვათ პატარა გორაკი”, – ამბობს პაატა იმნაძე.