„ახლა ჩვენი დუმილი ნიშნავს, რომ ვერაფერი ვისწავლეთ“ | მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების განცხადება

პუბლიკა

მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ არ უნდა დავუშვათ მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში სიკვდილი და უნდა მიეცეს მას საშუალება დროულად იმკურნალოს ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

„პოლიტიკური მოწინააღმდეგის დეჰუმანიზაცია არ არის ახალი მოვლენა საქართველოსთვის, თუმცა ისტორიული გამოცდილება გვასწავლის,რომ ამის შედეგი ძალიან მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნისათვის,განსაკუთრებით ახლა, ცვალებად საერთაშორისო ვითარებაში.

ჩვენი პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად და იმის მიუხედავად, ვის ვთვლით დღევანდელ სიტუაციაში დამნაშავედ, არ უნდა დავუშვათ მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში სიკვდილი და მივცეთ მას საშუალება დროულად იმკურნალოს ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ეს უნდა მოვითხოვოთ ყველამ.

ახლა ჩვენი დუმილი ნიშნავს, რომ ვერაფერი ვისწავლეთ საკუთარი მწარე გამოცდილებიდან.

ახლა ჩვენი დუმილი ნიშნავს,რომ ვერ დავძლიეთ შურისძიების სურვილით გამოწვეული ქვენა გრძნობები.

ახლა ჩვენი დუმილი ნიშნავს,რომ ჩვენი და ჩვენი შვილების სახელით უარს ვამბობთ ევროპულ ოჯახში წევრობასა და უკეთეს უსაფრთხო მომავალზე, “- ნათქვამია განცხადებაში.

მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების განცხადებას ხელს აწერენ: ნინო ხარატიშვილი, ნატო ალხაზიშვილი, ნესტან ნენე კვინიკაძე, გვანცა ჯობავა, არჩილ ქიქოძე, დათო ტურაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, ეკა ტოგონიძე, რატი ამაღლობელი, ირმა ტაველიძე, რუსუდან რუხაძე, ლევან ბერძენიშვილი, ივა ფეზუაშვილი, ლელა კოდალაშვილი, ზვიად კვარაცხელია, ნინი ელიაშვილი, ირინე ჭოღოშვილი, ნანა გოგოლაშვილი, ნატალია ბუკია-პეტერსი, ლანა კალანდია, თამარ კვიჟინაძე, პაატა შამუგია, ბესო სოლომონაშვილი, ქეთი ნიჟარაძე, მაია კუდავა, თინა მამულაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, თეკლა ქველაძე, ლელა დუმბაძე, მაია ალუდაური, ირაკლი ლომოური, ბელა ჩეკურიშვილი, მიხეილ ციხელაშვილი.

ასევე, ხეელმომწერები არიან: ტორესა მოსი, რატი მუჯირი, სოფიო შამანიდი, ლაშა ბუღაძე, მაკა კასრაძე, თორნიკე სიბაშვილი, ირა ტატიშვილი, ნინა სურამელაშვილი, სოფიო კუბლაშვილი, ქეთი ქანთარია, ნიკოლოზ აგლაძე, ანა მილაშვილი, მანანა მათიაშვილი, მაკა ლდოკონენი, შოთა იათაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, გია გოკიელი, ნანა აბულაძე, ნუკა ღამბაშიძე, ნათია გიორგაძე, ლუკა ბაქანიძე, ლია ვიტეკი, დარეჯან კიკოლიაშვილი, ლელა სამნიაშვილი, ირა ტატიშვილი, თაკო ბაქრაძე, რეზო გეთიაშვილი, ნინო ამირეჯიბი, მაია ლიპარტელიანი, მაშო სამადაშვილი, მარიამო ჯანელიძე, თამთა მელაშვილი, ნიკი თარხან-მოურავი, დალილა გოგია, ნინო ბექიშვილი, ზურა პაპიაშვილი, გიორგი შონია, ოთარ ჯირკვალიშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ნიკა ლაშხია, მათე სარალიშვილი, მაია ბადრიძე, ზაალ ანდრონიკაშვილი, ალეკო შუღლაძე, ბათუ დანელია, ნატა ლომოური, თამრი ფხაკაძე.