ახლა ღარიბაშვილს დაემართება პოლიტიკური არანორმალური ერექცია - ნიკა მელია

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ის ვარაუდობს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი მის დაჭერას ეცდება, რათა ბიძინა ივანიშვილს მოაწონოს თავი, თუმცა მელიას თქმით, არ სჯერა, რომ მის დაკავებას შეძლებს ღარიბაშვილი.

„[ჩემი დაჭერის] მცდელობა, რა თქმა უნდა, ექნება. ახლა ღარიბაშვილს დაემართება პოლიტიკური არანორმალური ერექცია. არაფერზე არ ფიქრობს იმის გარდა, რომ მნახოს მე „ოთხ კედელში“.

რა თქმა უნდა, მას სწორება აქვს ვიწრო ჯგუფზე და ბიძინა ივანიშვილის გასახარებლად ეცდება ყველაფერს, რომ მე მაგალითად არ მქონდეს შესაძლებლობა გადაცემებში ჩართვის“, – თქვა ნიკა მელიამ „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“.

ნიკა მელია ასევე გამოეხმაურა გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას და განაცხადა, რომ მისდამი პიროვნული დამოკიდებულების და 20 ივნისს აქციის დაშლის მიუხედავად, აფასებს გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას. „ეყო გონიერება და არ მიიღო მონაწილეობა მეორე „20 ივნისში“, მე ხომ ვხედავდი, რომ მაგალითად მიდიოდა სასწრაფო დახმარების მანქანების მობილიზება ჩვენს შენობასთან“, – თქვა ნიკა მელიამ.