„ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები, რადგან მიიღწეს ის, რაც ქართველ ხალხს სურს. საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ კუთხით“,- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
„ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ და ძალიან გამჭვირვალედ ვსაუბრობთ და ჩანს თუ რა მიმართულებით მიდის ჩვენი დახმარება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო საქართველოს ხელისუფლებაში, ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვეხმარებოდით და ვეხმარებით საქართველოს, რომ გახდეს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, შეძლოს თავისი საზღვრების დაცვა, განვითარდეს ეკონომიკა, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი. ვეხმარებოდით განათლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების კუთხით და, რა თქმა უნდა, ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით.
საქართველო იყო საკმაოდ განვითარებული ინსტიტუტების მქონე ქვეყანა ჯერ კიდევ 1918 წელს, ასი წლის წინ, სანამ რუსეთი მას დაიპყრობდა. საქართველო იყო ძალიან პროგრესული, თუნდაც ინსტიტუტების კუთხით და დღეს ეს საქმიანობა გრძელდება და უნდა გაგრძელდეს.
ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ამ ინსტიტუტების მშენებლობაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ უმრავლესობას სურს ეს, არამედ იმიტომაც, რომ ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, გაწევრიანდეს ნატოში და ეს მისწრაფებებიც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი“,- უთხრა ჟურნლაისტებს დეგნანმა.