ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში თამარ ჟვანიას - პაპუაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციამ ახლა მაინც უნდა მოუხადოს ბოდიში ცესკოს ყოფილ თავმჯდომარე თამარ ჟვანიას.

„2020 წელს ქალბატონი თამარ ჟვანიას მისამართით ისმოდა ისეთი ბრალდებები – პირადი, პოლიტიკური, სამართლებრივი, ყველანაირი … მაშინაც ვამბობდით, რომ ბოდიში მოეხადათ ქალბატონი თამარ ჟვანიასთვის. ამ არჩევნებით დადასტურდა ერთი რამ, რომ ყველა ბრალდება ქალბატონი თამარის მიმართ იყო ფარსი და ტყუილი. ამ არჩევნებმაც დაადასტურა ეს.

აქედან მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც მაშინ არც კი დაიცვეს ქალბატონი თამარი და მოვუწოდო ოპოზიციას, რომელიც იყო პირდაპირი ბრალმდებელი ქალბატონი თამარის – ახლა მაინც ბოდიში მოუხადეთ ქალბატონ თამარ ჟვანიას და გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც თქვენ არ გამოუცხადეთ ნდობა“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.