დეპუტატი სოზარ სუბარი, რომელმაც პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა „იმედის“ ეთერში ისაუბრა. მან ძირითადად გაიმეორა ის, რაზეც მმართველი პარტიიდან წამოსულმა დეპუტატებმა ერთობლივ განცხადებაში ისაუბრეს.
მისი თქმით, ეტაპობრივად ისაუბრებს და გაასაჯაროებს უფრო კონკრეტულ ინფორმაციას იმაზე, თუ ვის და როგორ სურდა „საქართველოს ომში ჩართვა“.
როგორც ის ამბობს, ახლა მიდის მსოფლიოს გადალაგება და არავინ იცის რა იქნება 2024 წელს.
„… როცა ვამბობთ, რომ 308 დეპუტატი აძლევს ხმას აბსოლუტურად შეურაცხმყოფელ, უსამართლო რეზოლუციას, ბუნებრივია, რომ ეს არის სერიოზული ძალა, ეს არ არის ერთადერთი ძალა… მაგრამ ეს არის ძალა, რომელსაც მოდი ასე ვთქვათ – დღეს მიდის მსოფლიოს ახალი გადალაგება. როგორ მსოფლიოში ვიცხოვრებთ 2023 წელს, ან 2024 წელს არავინ არ იცის. აი, ამ გადალაგებაში ყველას უნდა რომ შეინახოს თავისი ქვეყანა, გადაარჩინოს, მაგრამ ეს გადალაგება რომ სწრაფად მოხდეს, ამისთვის თუ ახლა ვიღაცა ომში ჩაერთვება, უფრო სწრაფად მოხდება ეს გადალაგება. ჩვენ უნდა ვცადოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ეს არის ჩვენი მიზანი”, – ამბობს ის.
28 ივნისს სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.