ახლა პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა კონტრპროდუქტიული იქნება - ლავროვი

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უახლოეს მომავალში ვოლოდიმერ ზელენსკის ვლადიმერ პუტინი არ შეხვდება, რადგან შეხვედრა კონტრპროდუქტიული იქნება.

როგორც ლავროვმა სერბულ მედიასთან განაცხადა, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა მას შემდეგ უნდა გაიმართოს, რაც წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებიდან მთავარ საკითხებზე მათი პოზიციები დაახლოვდება.

თუმცა, ლავროვის თქმით, ის მოელის წარმატებულ შეხვედრას თურქეთში, სადაც უახლოეს მომავალში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების დიალოგის მორიგი რაუნდი გაიმართება.

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი კი დასძენს, რომ აქამდე რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის პოზიციების მნიშვნელოვანი შეჯერება არ მომხდარა, ამიტომ პირისპირ შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. პესკოვის თქმით, მათი დელეგაციები თურქეთში დღეს ჩავლენ და შეხვედრა დღეს ან ხვალ გაიმართება.