„ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსის, რაც პანდემიის წლებში ასე არ იყო. გრიპი ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს“,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.
„წინა კვირასთან შედარებით რესპირაციული ვირუსების მცირედი მატებაა. ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებშიც, მსოფლიოში ზამთრის პერიოდი ამ ტიპის ვირუსის სიჭარბით ხასიათდება….
პედიატრიულ სტაციონარებში მიმართვიანობის პიკი იყო დეკემბრის დასაწყისში, ახლა იმ ფარგლებშია, რომელშიც უნდა იყოს. ბავშვების სტაციონარში განთავსების პრობლემა არ არის. ყველას ბავშვი იღებს ამ სერვისს, ვისაც სტაციონარში მკურნალობა სჭირდება“,- განაცხადა ჩახაიძემ.
მისივე თქმით, ყველაზე დიდი რაოდენობით ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი ცირკულირებს.