ახლა შეგიყვარდათ სოსო ჯაჭვლიანი?! – წულუკიანი

პუბლიკა

როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა „ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან სახალისო ამბავია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სოსო ჯაჭვლიანი შეუყვარდა.

ჟურნალისტის შეკითხვა მმართველი პარტიიდან სოსო ჯაჭვლიანის წასვლას ეხებოდა.

„ახლა შეგიყვარდა სოსო ჯაჭვლიანი?! ძალიან კარგია. ნაციონალებს შეუყვარდათ სოსო ჯაჭვლიანი – მე მგონი, ეს არის ძალიან სახალისო ამბავი“, – განაცხადა მან.

სოსო ჯაჭვლიანმა „ქართული ოცნებიდან” წასვლის შესახებ გუშინ  „მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა

მან მკლავჭიდის ფედერაციაში მომხდარი დაპირისპირების განხილვისას განაცხადა, რომ ამ საკითხში თბილისის მერი კახა კალაძეა გარეული და მისი ცოლისძმა გიორგი არეშიძე, რომელმაც მას ფედერაციის დატოვების შესახებ შეუთვალა.

სოსო ჯაჭვლიანმა ასევე განაცხადა, რომ „ეს რეჟიმი უნდა წავიდეს“ და რეჟიმის შემოქმედი არის მთლიანად გუნდი – „ქართული ოცნება“. მანვე პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ტოვებდა პარტიას.