„ახლა შესვენება გამართლებული არ არის" - პრეზიდენტი რიგგარეშე სესიის მოწვევაზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით გამართულ საგანგებო ბრიგინზე მან ამ გადაწვენილების მოტივაციაზე ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევაა და რომ ახლა შესვენება გამართლებული არ არის.

„მოვაწერე ხელი, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ 6 თვეში იქნება ეს თუ 7 თვეში თუ რაც იქნება.  ეს არის ჩვენი დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა.

ამდენად მიმაჩნია, რომ სესია არის სრულიად გამართლებული, გამართლებული არ არის ახლა შესვენება. კომიტეტები და კომისიები ასევე არის გამართლებული და მე მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციასაც და უმრავლესობასაც, მონაწილეობა მიიღონ სრულად, ყველაფერში.

ჩვენ უნდა ყველა ძალისხმევა მოვიხმოთ, იმისთვის, რომ ის კანონები რაც მისაღებია, დროულად მივიღოთ. ყველა ის საკითხი და პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი, ჩვენ ერთად ყოფნით და დიალოგით და პარლამენტში ყოფნით გადაწყვეტილი უნდა იყოს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა