კორონავირუსით ინფიცირების 48-ე შემთხვევა დადასტურდა - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 48-ე შემთხვევა დადასტურდა.

„დღეს დილის მონაცემებით, იყო 47 პაციენტი. მათ შორის ორი გორში, რომელთა მოგზაურობის ისტორია უკავშირდება საფრანგეთს, ერთი პაციენტი თბილისში არის, რომელიც არის კონტაქტი ერთ-ერთი ცნობილი კლასტერისა. გარდა ამისა არის კიდევ ერთი შემთხვევა დაემატა სულ ახლახანს, ისიც თბილისშია ერთ-ერთ კლინიკაში მოთავსებული. რომელიც ასევე უკავშირდება ერთ-ერთ კლასტერს, რაც ცნობილია უკვე“, – თქვა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ესპანეთში გარდაიცვალა  საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს დაუდგინდა კორონავირუსი.

„არის ერთი სამწუხარო ფაქტი, ესპანეთში, საგარეოს საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ შეტყობინება, გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალბატონი, ჩვენი თანამემამულე, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს კორონავირუსი“, – თქვა პაატა იმნაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში  1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259.