ახმეტაში 79 წლის კაცს რკინის კონსტრუქცია დაეცა, ის ადილზე დაიღუპა 

პუბლიკა

ახმეტაში, სოფელ ქისტაურში 79 წლის კაცს რკინის კონსტრუქცია დაეცა და ადგილზე დაიღუპა.

რკინის კონსტრუქცია ძლიერმა ქარმა მოგლიჯა.

კაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.