ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის გოგო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდატურეს.
მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამსრთლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე ან თანამდებობისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევას 3 წლამდე.