ახმეტაში სტიქიით დაზიანებული ანძის შეკეთებისას კაცი დაიღუპა. ის კომპანია „მაგთის” თანამშრომელი იყო.
როგორც კომპანიაში „პუბლიკას” უთხრეს, შემთხვევა დღეს მოხდა. კაცი კომპანიის ინჟინერ-ტექნიკოსი იყო.
შსს-მ გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლით, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.