„დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება – აკრძალული გამოფენა” – დღეს, 21:00 საათზე პარლამენტთან მორიგი აქცია დაიგეგმა.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „ჯიუტია”. მათი თქმით, ბანერებს დღესაც გამოფენენ.
„ირაკლი რუსი”, „ირაყლი”, „რაც გინდათ, ის დაუძახეთ” და ა.შ. – გუშინ, 3 ივნისს მოქალაქეებმა პარლამენტთან აქციაზე დიდი თეთრი ბანერი მიიტანეს, რათა აქციის მონაწილეებს დაეწერათ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე ის, რისი დაწერაც სურთ.
2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს), ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.
შსს-ზე დაყრდნობით სულ აქციაზე 7 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეთა დაკავების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ მოქალაქეები, უფლებადამცველები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.