ალბანეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი დააკავეს

პუბლიკა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში პოლიციამ ქართველი, ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი (გორაძე) დააკავა.

ალბანეთის პოლიციის განცხადებით, ლავასოღლი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ბრალდებულია იარაღის უკანონოდ შენახვასა და კრიმინალური ჯგუფის ხელმძღვანელობაში, რომლებიც დანაშაულებს სჩადიოდნენ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. დაწყებულია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციის პროცედურები.

ასევე ალბანეთის პოლიციის განცხადებით, მინდია ლავასოღლი ტირანაში უკრაინის მოქალაქედ ასაღებდა თავს. ის ოერაცია Kryesori-ის ფარგლებში 6 თებერვალს დააკავეს.