სამების ტაძარსა და მონასტერს 3 წლის დავალიანების გადაუხდელობის გამო ბუნებრივი აირი ჩაუჭრეს. გაზის დავალიანება 256 652 ლარს შეადგენს.
კომპანიაში ამბობენ, რომ მათ არაერთხელ მიმართეს წერილობით, რომ გადაეხადათ დავალიანება ან გადანაწილება გაეკეთებინათ, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არცერთხელ არ ყოფილა.
სამების მონასტრის ერთ-ერთი სასულიერო პირი „ტელეკომპანია პირველთან“ ამბობს, რომ გადახდა გუჭირდებათ და ხალხის დახმარების იმედი აქვთ.
„ვიხდიდით ეტაპობრივად, ასე არ არის რომ არ ვხდიდით, მაგრამ დაგროვდა, სამება დიდი მასაა, თქვენ კარგად იცით და მითუმეტეს, 40 კაცი ვცხოვრობთ მონასტერში და არ არის ცოტა ამ თანხის გადახდა. კორონას ფონზე ყველას გაუჭირდა და მათ შორის ეკლესიასაც. ერთი კვირაა რაც დავალიანების ფონზე გვაქვს ჩაჭრილი, მაგრამ მადლობა გაზის კომპანიას რომ აქამდე გვეხმარებოდნენ. ალბათ ადამიანების გვერდით დგომით გადავიხდით, “- ამბობს სამების მონასტრის ერთ-ერთი წარმომადგენელი.